|
|
 |
2011 წლის 16 ნოემბერს, თბილისში, სასტუმრო "რედისონში" გაიმართა საერთაშორისო ბრენდის The Economist კონფერენცია.
კონფერენციას დაესწრნენ საქართველო შვეიცარიის ბიზნეს ასოციაციის წევრები - შვეიცარიის ელჩი საქართველოში გიუნთერ ბეხლერი, საკონსალტინგო კომპანია "ალტერჯგუფის" გენერალური დირექტორი
ნინო უგულავა, Glion Education Institute წარმომადგენლები ჯულია ტოკარევა და დევიდ ჰერიგანი. კონფერენცია გახსნა ეკონომისტის ჯგუფის დირექტორმა დუგალ ტომსონმა. მან აღნიშნა,
რომ საქართველო როგორც განვითარებადი ქვეყანა დიდადაა დამოკიდებული გლობალურ ეკონომიკურ ტენდენციებზე. საერთაშორისო დონის ექსპერტებისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მიერ
განხილული იყო მისი განვითარება მომავალ ხუთ წელიწადში, საერთო შიდა პროდუქტის ზრდა, ინფლაცია, უმუშევრობა, მომხმარებლის მოთხოვნები.
საქართველოს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე მსოფლიო ბანკის რეგიონალურ დირექტორთან, ასად ალამთან და საქართველოს ბანკის აღმასრულებელ დირექტორთან ირაკლი გილაურთან ერთად
მსჯელობდა ქვეყნის მოკლე და გრძელ ვადიან პერსპექტივებზე. ეკონომიკის მინისტრმა, ვერა ქობალიამ USAID და EBRD მისიების დირექტორებთან ერთად შეაჯამა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების
მოზიდვის, ლიბერალური ეკონომიკის განვითარების და საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესების შესაძლებლობები. გერმანიიდან ახლად დაბრუნებულმა პრემიერ მინისტრმა გილაურმა საქართველოს ეკონომიკური
ფოკუსის ევროპიდან აზიისკენ გადანაცვლების აუცილებლობაზე და საქართველოს საექსპორტო პოტენციალზე ისაუბრა.
კონფერენციის დასკვნით ნაწილში, საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანთან გიგა ბოკერიასთან დისკუსია გამართეს Carnegie Endowment დირექტორმა ტომ დე ვაალმა და ირაკლი ალასანიამ
ოპოზიციური პარტიის "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა, აგრეთვე, The Economist მოსკოვის ბიუროს კორესპონდენტმა არკადი ოსტროვსკიმ. მათ შეაჯერეს პოზიციები რუსეთთან საქართველოს
ურთიერთობის ნორმალიზების და პოლიტიკური მდგომარეობის გაჯანსაღების თაობაზე. აგრეთვე, ირაკლი ალასანიამ კანონის უზენაესობის სურვილი გამოხატა, რომ დემოკრატიული პროცესები გაძლიერდეს საქართველოში, და
ქართული მასმედია იყოს თავისუფალი პოლიტიკური ზეწოლისგან, გაიმართოს სატელევიზიო პოლიტიკური დებატები წამყვან არხებზე და კონტროლის მექანიზმები იყოს გამჭვირვალე.
კონფერენციის დასრულებისთანავე მონაწილეებს სადღესასწაულო მიღებაზე უმასპინძლა Alcatel-Lucent და იაპონიის საელჩომ საქართველოში. | | | |