ალტერჯგუფი საქართველოში პირველი საკონსალტინგო კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს ბიზნეს და მენეჯმენტ კონსალტინგში, აუდიტსა და მარკეტინგში კომპლექსურ მომსახურებას სთავაზობს. ჩვენ ვეხმარებით განვითარების სხვადასხვა ეტაპზე მყოფ კომპანიებს მმართველობითი პრობლემების მოგვარებაში, ორგანიზაციული სტრუქტურის სწორად ჩამოყალიბებაში, იურიდიული და ფინანსური დოკუმენტაციის მოწესრიგებასა და ადამიანური რესურსების მართვაში. კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ კომპანიებს დავეხმარებით საკუთარი პრობლემების გამოვლენასა და მათ აღმოფხვრაში.
2004 წელს, პირველად საქართველოში ალტერჯგუფმა მომხმარებელს ახალ სერვისი, აუთსორსინგი შესთავაზა, რომელიც ითვალისწინებს კომპანიის საქმიანობაში გარე რესურსების ჩართვას, კომპანიის ლიმიტირებული რესურსების ეფექტიანად გამოყენებას, სამუშაო დროის გამოთავისუფლებასა და ბიზნესის ეფექტიანობის ამაღლებას.